პარტია “გახარია საქართველოსთვის” ბრიფინგი

04 ნოემბერი 2024, 14:10 223 ნახვა

“გახარია საქართველოსთვის” პარტიაში ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების განადგურებას, კერძოდ, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცესკო მალავს იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდნენ.

პარტიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გადაუდებელი აუცილებლობით სასამართლოსაც მიმართა და მტკიცებულებების დაცვა ითხოვა, ვინაიდან მისი განადგურების რისკი არსებობდა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით ამ დრომდე სასამართლოს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაუდებელი გადაწყვეტილება არ მიუღია.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი