დღეს გახდება ცნობილი რა გრძელვადიანი გეგმა აქვს ოპოზიციას. საპროტესტო აქცია ოპოზიციის ორგანიზებით დღეს 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზეა ჩანიშნული.
საპროტესტო აქციამდე კი რამდენიმე პარტიის ლიდერებმა დილით საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
ცნობილია, რომ ხმების დასაცავად ოპოზიციამ ქუჩის პროტესტის გზა აირჩია.
ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება.