უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

02 ნოემბერი 2024, 19:59 298 ნახვა

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგაზე საქართველო-ალბანეთის მატჩის დროს მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო დააჯარიმა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ საქართველო-ალბანეთის მატჩზე მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო უეფა-ს ეგიდით გასამართი მომავალი საშინაო მატჩი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იქნება მასპინძელი, ნაწილობრივ დახურული იქნება (მინუს 2000 ადგილი).

გამოსაცდელი ვადა ორი წელიწადია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 14 ათასი ევრო ჯარიმა საზოგადოებრივი გასასვლელების დაბლოკვისთვის დაეკისრა, 12 ათასი ევრო – ტრიბუნებიდან ლაზერის გამოყენებისთვის, ხოლო 30 ათასი ევრო – ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში