პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მან დღევანდელ ბრიფინგზე ის სქემები გაასაჯაროვა, ასევე ხელისუფლების ის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, სხვადასხვა უბანზე ამომრჩევლის ნებაზე ახდენდნენ გავლენას.