ბულინგი რადიკალური ოპოზიციისგან არავის უკვირს, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღი და მთავარი ხელწერა - პრემიერი

30 ოქტომბერი 2024, 15:08 240 ნახვა

ბულინგი რადიკალური ოპოზიციისგან არავის უკვირს, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღი და მთავარი ხელწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ათწუთიანი ვიდეო, სადაც ის აღწერს მოვლენებს სლოვაკეთში. მარტივად შეგიძლიათ, შეცვალოთ ერთი სიტყვა, სლოვაკეთი ჩაანაცვლოთ საქართველოთი და ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. აქედან ჩანს, რომ ბულინგი და ლიბერალური ფაშიზმი არის მთლიანად კოორდინირებული და გარედან თავსმოხვეული. ჩვენი საზოგადოება არ არის მიდრეკილი სიძულვილისკენ. ეს არ არის ჩვენი საზოგადოების თვისება, ეს არ არის ქართული საზოგადოების ხელწერა. სიძულვილი, რაც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ხელოვნურია და მთლიანად გარედან არის თავსმოხვეული. მინდა, ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის დათესვისგან, ქართველებს შორის სიძულვილის დათესვისგან და მით უმეტეს, თავი შეიკავონ სიძულვილის დათესვის გარე დაფინანსებისგან.

 

ეს დაფინანსება მინიმუმ უნდა იყოს გამჭვირვალე და ამას ეხება კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. სიძულვილის დაფინანსება და ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად მიუღებელია. მათ შორის, რაც ხდება ემიგრანტების წინააღმდეგ, როცა მიმდინარეობს სიძულვილის და ბულინგის კამპანია, ეს მით უმეტეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, საზოგადოებამ თავის პოზიცია უნდა გამოხატოს ასეთი აქტების მიმართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნებში და ქუჩაში წარმატებას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება, რაც გვარამიას არ აქვს.

„ზოგადად, გვარამია და ქუჩა ძალიან უცხო ცნებებია ერთმანეთისგან, ყველა თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, დადებითი თვალსაზრისით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უარყოფითი თვალსაზრისით არ ვგულისხმობ. ზოგადად, ქუჩას რაც შეეხება - არჩევნების და ქუჩის წარმატებას სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ მის პარტიას მოვუგეთ 890 000-ზე მეტი ხმით. ქუჩაში რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში თავად შეგიძლიათ განსაჯოთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი