დემონტაჟი ე.წ. ოცნების ქალაქში  

30 ოქტომბერი 2024, 14:13 1406 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში 582  ბარაკული ტიპის სახლი დაანგრიეს.  დემონტაჟი  იმ ოჯახების საცხოვრებლებს  შეეხო,რომლებმაც უკვე მიიღეს ბინა ახალ კორპუსებში. ტერიტორიას ნარჩენებისგან სანდასუფთავების სამსახური გაწმენდს, რის შემდეგაც ადგილი ახალი კორპუსების განსათავსებლად მზად იქნება.

ტერიტორიას დარჩენილი ბარაკებისგან მას შემდეგ გაასუფთავებენ, როცა დარჩენილი მოსახლეობაც მიიღებს  ბინებს.   

ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ დემონტაჟის სამუშაოები 150 100 ლარად განახორციელა. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიას დაცვის პოლიცია იცავს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში