იტალიელი ჟურნალისტების მედია ტური 

25 ოქტომბერი 2024, 14:05 444 ნახვა

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით გონიოს ციხეში იტალიელი ჟურნალისტები იმყოფებიან. აჭარაში იმყოფება ცნობილი იტალიური იუთუბ არხის ნოვა ლექტიოს ჟურნალისტი, რომელიც აჭარაზე დოკუმენტური შინაარსის საგანმანათლებლო სიუჟეტს ამზადებს.

ჟურნალისტები იმყოფებოდნენ აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში,  შუახევსა და ქედაში, სადაც  ადგილობრივების ყოფა ცხოვრებას, ტოლერანტობას და ტრადიციებს გაეცნენ,  მთიან აჭარაში გადაღებული კადრები კლიპში აისახება.  

აჭარის ტურისტულ ლოკაციებზე ვიდეორგოლის მომზადების  მთავარი მიზანი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაციაა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი