ე.წ. ტექნიკური მთავრობა - სალომე ზურაბიშვილის შეფასება

25 ოქტომბერი 2024, 10:08 229 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების, პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება პროდასავლურ პარტიებთან. ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობა მისთვის ყველაზე სასურველია, თუმცა ვერ იდიქტატორებს და თავის ხედვას პარტიებს ვერ მოახვევს.

მედიასთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ თავისივე ინიცირებული „ქართული ქარტიის„ ირგვლივ ისაუბრა. განმარტა, რომ იმ ოპოზიციური პარტიების გამარჯვების შემთხვევაში, რომელთაც ქარტიას ხელი მოაწერეს, ერთგვარი ტექნიკური მთავრობა დაკომპლექტდება, რასაც მომავალში განმეორებითი არჩევნები მოჰყვება.

„დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ როცა საჭიროა კომპრომისზე უნდა წახვიდე, როცა საჭიროა დათმობა, დათმობაზე უნდა წახვიდე“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი