საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ბათუმის 79-საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უხუცეს ამომრჩეველს ესტუმრა. ფატყუმე ართმელაძეს ოლქის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბარათი გადასცეს და ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 103 წლის უხუცესი აქტიური ამომრჩეველია და არჩევნებში მონაწილეობას წელსაც აპირებს.