“მთაწმინდისა“ და „გენის“ კონცერტი

23 ოქტომბერი 2024, 11:44 637 ნახვა

ქორეოგრაფიით მოთხრობილი ამბავი საქართველოზე- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართა, რომელშიც ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთაწმინდა“ და ქუთაისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „გენი“ მონაწილეობდნენ.

პროექტში 250-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო  მონაწილეობა.  ეს  სპექტაკლი ანსამბლებმა ზაფხულში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრშიც  გამართეს. სწორედ   დიდი რეზონანსისა და გამოხმაურების გამო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს   გადაწყვეტილებით    საღამოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმაც   უმასპინძლა. 

პროექტი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი