„ვალმოხდილი ვარ შენთან ქართულო ზეცავ'' - ამ სახელწოდებით რეგიონული მართვის და აჭარის სამმართველოს მოწვევით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.
კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები ვეტერანთა შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
შეხვედრა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.