გაიხსენეთ, გახარია რატომ გადადგა 2021 წელს, იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე უნდა ჩამოეშალათ, ეს გააკეთებინეს გახარიას, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს - ივანიშვილი

21 ოქტომბერი 2024, 22:46 283 ნახვა
 

გაიხსენეთ, გახარია რატომ გადადგა 2021 წელს, იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე უნდა ჩამოეშალათ, ეს გააკეთებინეს გახარიას, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას გადადგომა 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

"ჩვენ კარგი რეპეტიცია გაგვატარა სააკაშვილმა  2008-ში, ომში ჩაგვრთო და შედეგებზე ახლა არ ვისაუბრენ. ნახეთ, მზადება როგორი იყო, როგორ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რიცხვი ზუსტად განსაზღვრული არავის ჰქონდა, ვუყურებდი ტელევიზიებს, ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება უნდა დატრიალებულიყო. არავინ იცოდა, ეს ომი როდის დაიწყებოდა. გახარია, პრემიერ-მინისტრი რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ელოდებოდნენ, რომ საქართველოს ჰქონოდა მზაობა ომში ჩასართავად. იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე უნდა ჩაეშალათ. ეს გააკეთებინეს გახარიას, შედეგი აქაც ვერ მიიღეს, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება. მე მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, ახალი წასული ვიყავი. თვითონაც არ იცოდნენ, ეს როდის დაიწყებოდა და როგორ მოხდებოდა, მაგრამ ეს რომ უნდა მომხდარიყო, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, რა თქმა უნდა, ვინც ამას გეგმავდა, ეს გაცნობიერებული ჰქონდა. ზუსტი თარიღი არ იცოდა, ამისთვის ამზადებდნენ საქართველოს. ეს იყო გახარიას გადადგომის მიზეზიც, სხვა დანარჩენი მიზეზი არ ჩანს. მელია არ დაიჭიროთო, ზღაპრები იყო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მთავარი მიზეზი იყო, რომ ძალაუფლებაში  მოსულიყვნენ ისეთი პოლიტიკური ძალები, ვინც საქართველოს მყისიერად ჩართავდა ომში, რაც მისი თქმით, დღესაც გრძელდება.

„მცდელობები გრძელდება დღესაც და გრძელდება დაჟინებით. ეს არის ძირითადი საფრთხე, რისთვისაც საზოგადოება უნდა იყოს მზად. ამიტომაც არ გვაქვს არანაირი გადაცდომის ელემენტარული რესურსი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული, ძალიან ფხიზლად, რომ არ მივიღოთ რაღაც უბედურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ კარგია, ცუდია, კარგი მთავრობაა, კარგი რიტორიკა აქვს, კარგი ეკონომიკა – არა, ან ვიქნებით, ან არ ვიქნებით. ეს არის, ეს საფრთხე გველის. ამავდროულად, იცით, რომ ახლო აღმოსავლეთშიც ძალიან დიდი დაძაბულობაა და იქაც არ არის მარტივი სიტუაცია, ისიც არ არის ჩვენგან ძალიან შორს. ეს არის ის დიდი საფრთხეები, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ჩვენ გვჭირდება უაღრესად დიდი სიფხიზლე, რომ რამე გადაცდომა არ დავუშვათ, თორემ, მივიღებთ უბედურებას, რომელიც შეიძლება, ვეღარასდროს გამოვასწოროთ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი