საკადრო ცვლილებები აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში

12 აპრილი 2017, 00:00 6404 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, სავარაუდოდ დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ჩვენი ინფორმაციით ჯერ ბრძანება ოფიციალურად არ არის დაწერილი. იგი შესაძლოა ქედაში, პოლიციის განყოფილების უფროსად გადაიყვანონ. გიგლა მოსიძის პოზიციის ცვლილების შესახებ ინფორმაციას სამინისტროში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. იგივე გვითხრა სამმართველოს უფროსმა ლაშა გოგნიაშვილმა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად გიგლა მოსიძე

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში