სარემონტო სამუშაოები ჩხობაძის სახელობის სამედიცინო კლინიკაში

21 ოქტომბერი 2024, 14:01 242 ნახვა

ქუთაისში ჩხობაძის სახელობის სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ეტაპისთვის კლინიკაში, გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიული განყოფილებები რემონტდება.

ასევე იგეგმება მიმდებარე ტერიტორიისა და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პაციენტებს, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი მოემსახურება.

სამედიცინო ცენტრი 130 საწოლზეა გათვლილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი