ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.