ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ! - პრეზიდენტი

20 ოქტომბერი 2024, 20:52 241 ნახვა

მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ! - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია.

„მინდა, აქედან მივმართო მაია სანდუს, მაია, დღეს იმედი მაქვს, იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის აქედან, თქვენგან და ვუთხრა, ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის, იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში. 

 

მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს. მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ და შევალთ ევროპაში!

 

არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო „რაიმე თუ“ ან „რომ“. ყველაფერი ნათელია, აქ გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი. მადლობა თქვენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდნენ თავისუფლების მოედნამდე, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი