სასტუმროების რაოდენობა 12 წელიწადში სამჯერ, სასტუმრო ადგილების რაოდენობა 4,5-ჯერ არის გაზრდილი.-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა სიღნაღში ერთ-ერთი სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. მისივე განცხადებით 800-ზე ნაკლები სასტუმრო იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და უკვე წელს სასტუმროების რაოდენობა დაახლოებით 2400-ს შეადგენს.