უხვი ნალექის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა

20 ოქტომბერი 2024, 17:22 975 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 39 მიმართულებით მეწყრული პროცესები განვითარდა. ძლიერმა წვიმამ ჩახერგა საავტომობილო გზები და საფრთხე შეუქმნა სოფელ ლეღვაში, შაინიძეების საცხივრებელ სახლსაც. ოჯახი მერიამ, დროებით, ქირით გაიყვანა.

მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ზოიძის ინფორმაციით ცენტრალური და შიდა საავტომობილო გზები, ამ დროისთვის, გაწმენდილია, ხოლო, დამწყრილი ტერიტორიების უმეტესობა გელოგებმა უკვე შეისწავლეს. რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ მუნციპალიტეტს და რა სახის სამუშაოებია განსახორციელებელი, სწორედ, გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

"მუნიციპალიტეტში მოვიდა უხვი ნალექი. სხვადასხვა მიმართულებაზე განვითარდა მეწყრული პროცესები, დაახლოებით 39 მიმართულებაზე, ამ ეტაპზე, ნაწილი ამ მიმართულებებზე, სადაც სირთულე იყო გაწმენდილია და ყველა ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები გაწმენდილია. გრძელდება სამუშაოები. ყველა სოფელს მიეწოდება წყალი და გაზი. ერთი ოჯახი გაყვანილია უსაფთხო ადგილას და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ 24 სააათის განმავლობაში", - განაცხადა ლევან ზოიძემ.

რეგიონში, ბოლო რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში უამინდობა 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში