ვტოვებ პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულმა პარტიამ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინები, - გახარიას თანაგუნდელმა, რუსთავის ორგანიზაციის წევრმა, ერეკლე დოლიძემ პარტია დატოვა.
დოლიძე საუბრობს იმ გარემოებებზე, რის გამოც პარტიის დატოვება გადაწყვიტა.
„საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძგური, ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე იყო მივლინებული დეპუტატად და ვერ განახორციელა ქალაქისთვის ვერცერთი სასარგებლო პროექტი. ასევე, რამდენიმე დღის წინ, ჩამოსული იყო გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ განახორციელებდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს პროექტს, ეს არის სრული სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანი. სწორედ, ამ და სხვა დაპირებების გამო, რომლებიც არის სრული სიცრუე, არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი მეგობრებისა და მოქალაქეების წინაშე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, - განაცხადა ერეკლე დოლიძემ.