ოპოზიციის დიდი ნაწილი ცდილობს, ხელოვნურად შექმნას აჟიოტაჟი, რადგან არჩევნების შემდგომი მარცხის გაპროტესტებისთვის მიზეზები სჭირდებათ - მიხეილ სარჯველაძე

19 ოქტომბერი 2024, 18:51 239 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით ოპოზიციის დიდი ნაწილი ცდილობს, ხელოვნურად შექმნას აჟიოტაჟი, რადგან არჩევნების შემდგომი მარცხის გაპროტესტებისთვის მიზეზები სჭირდებათ.

სარჯველაძის თქმით, უპრეცედენტოდ მშვიდ, ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი.

„მგონია, რომ აბსოლუტურად ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის ბრალდებები. მათი დიდი ნაწილი ცდილობს, ხელოვნურად შექმნას აჟიოტაჟი, რადგან არჩევნების შემდგომი მარცხის გაპროტესტებისთვის ხელოვნური მიზეზები სჭირდებათ. ოპოზიციას არავითარი არათუ მტკიცებულების, ფაქტის მითითების შესაძლებლობა არ აქვს. ასეთ პირობებში ისინი კი უსაფუძვლო, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ.

 

ზოგადად, ყველა კარგად ხვდება, რომ უპრეცედენტოდ მშვიდ, ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი და ვფიქრობ, 26 ოქტომბერს რეალურად მშვიდობა გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი