კოალიციის “ძლიერი საქართველო” ბრალდება 

19 ოქტომბერი 2024, 18:01 266 ნახვა

‘’კოალიცია ძლიერი საქართველო’’ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პარტია ქართულ ოცნებას მათი წევრების მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში შანტაჟში, მუქარასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.  ამ განცხადებით, ''კოალიცია საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ორი წევრის მიერ კოალიციის დატოვებას ეხმაურება.  მისი განცხადებით, რიგ შემთხვევაში მუქარამ შედეგი გამოიღო. ბრალდებას უარყოფენ მმართველ პარტიაში.

აქ ოპოზიციის სისუსტეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყალბი წინასაარჩევნო დაპირებების ფონზე ოპოზიციის რიგებში მყოფი ადამიანები მოტყუებულნი დარჩნენ. ცნობისთვის, კოალიციის „ძლიერი საქართველო“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ორმა წევრმა სულხან კოჩალიძემ და მერაბ ქურიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელეს და მიზეზად მამუკა ხაზარაძის ფაქტორი დაასახელეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი