ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლა - თანამშრომლობის საკითხები

12 აპრილი 2017, 00:00 1736 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს - შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშე საქართველოში. მხარეებმა ბოლო წლებში საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული თანამშრომლობა პოზიტიურად შეაფასეს.

შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს მიერ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მიეცა. საუბარი ასევე შეეხო შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილ ნარკოტრანზიტების განყოფილებასაც.

ამავე კატეგორიაში