არანორმალური სიტუაციაა, როცა სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი - მაკა ბოჭორიშვილი

17 ოქტომბერი 2024, 14:46 225 ნახვა
 

ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს და ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებას გამოეხმაურა.

ბოჭორიშვილის თქმით, არანორმალური სიტუაციაა, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

„არანორმალური სიტუაციაა, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. სულ ახლახან იყო ლიეტუვაში არჩევნები, ლიეტუვას არჩევნებთან დაკავშირებით ერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება მაჩვენეთ. ან ვინ უნდა მართოს ლიეტუვა, თუ გაგვიკეთებია რაიმე განცხადება, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ლიეტუვას ხელისუფლება და მიგვაჩნია თუ არა, რომ ის ხელისუფლება არის კარგი ხელისუფლება. ეს ჩვენ არ გვიკადრია და არ ვკადრულობთ. იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო ნორმების და პრინციპების დარღვევა. უმჯობესი იქნება სხვებიც თუ სცემენ პატივს საერთაშორისო ნორმებს და პრინციპებს. ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს და ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი