დასაქმების ფორუმი ზუგდიდში, შეხვედრაში 200- ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა. ვაკანსიები ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიებმა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სამრეწველო, სამედიცინო, მომსახურების სექტორში წარადგინა.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნეს სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებაა.