ტენდერი ბათუმის მე-14 და მე-18 სკოლების დამატებითი კორპუსების მშენებლობაზე 

17 ოქტომბერი 2024, 11:02 916 ნახვა

ბათუმის მე-14 და მე-18 საჯარო სკოლების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. მეთვრამეტე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე დამატებით  სასწავლო კორპუსიც აშენდება, რომელიც ორ ცვლაში 1500 მოსწავლისთვის  იქნება განკუთვნილი.

იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობაც.  ხოლო მეთოთხმეტე სკოლის ტერიტორიაზე კი 1000  მოსწავლეზე გათვლილი დამატებითი შენობა  აშენდება, სადაც ასევე განთავსდება სააქტო  და სარეპეტიციო დარბაზები.

ორივე პროექტის განხორციელებისთვის,  დაახლოებით,  23 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი