მეთიუ მილერის განცხადება და ცესკოს თავმჯდომარის გამოხმაურება

16 ოქტომბერი 2024, 14:15 264 ნახვა

საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, არჩევნებს აშშ "ახლოდან დააკვირდება". ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჟურნალისტმა მილერს ჰკითხა, იზიარებდა თუ არა ის შეშფოთებას იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა გააყალბოს საქართველოში დაგეგმილი არჩევნები.

მეთიუ მილერის განცხადებას ცესკოს თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„სამართლიანობის და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა გახლავთ და ამ მიმართულებით ინსტიტუცია უკვე მრავალი წელია სრულ ღიაობას აცხადებს არამხოლოდ აქტივობებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით, არამედ ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი