საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეიოფში ითამაშებს

15 ოქტომბერი 2024, 22:04 404 ნახვა

ისტორიაში პირველად საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს.

რამაზ სვანაძის გუნდს პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მხოლოდ გამარჯვება აწყობდა და გუნდმა მიზანს მიაღწია. 

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მეორე ნახევარში სტუმრებმა გახსნეს. გატანილი გოლით თავი 52-ე წუთზე ისაკმა გამოიჩინა.

ჩვენმა ნაკრებმა გაშვებული გოლის შემდეგ ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 10 წუთიან მონაკვეთში თამაშის შემობრუნება მოახერხა. 61-ე წუთზე წონასწორობა ვასილიოს გორდეზიანმა აღადგინა. 71-ე წუთზე კი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

ამრიგად ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეიოფში თამაში გაინაღდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში 17 ოქტომბერს კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა. პლეი-ოფის პირველი მატჩები 11 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი კი 19 ნოემბერს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში