რუსულმა ძალებმა ნიკოლაევი დაბომბეს

15 ოქტომბერი 2024, 10:00 232 ნახვა
 
 

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

მისივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი, რესტორანი, სავაჭრო პავილიონები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 189 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. რამდენიმე ოლქში  საჰაერო განგაში სამხრეთიდან რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების რამდენიმე ჯგუფის გაშვების გამო ჩაირთო

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი