ირაკლი კობახიძე ტექნიკურ მთავრობაზე

14 ოქტომბერი 2024, 20:24 263 ნახვა

რეალურად, თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი. ასეთ პირობებში ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი არის ფარსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა – და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა – რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი