სიცრუეში „ლელო“ და ხაზარაძე თავად ოპოზიციამ ამხილა ათასლარიან პენსიასთან დაკავშირებით - პრემიერი

14 ოქტომბერი 2024, 14:13 258 ნახვა

გახსოვთ დისკუსია, რომელიც წარიმართა ათასლარიან პენსიასთან დაკავშირებით, სიცრუეში „ლელო“ და ხაზარაძე ამხილა თავად ოპოზიციამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ლელოს“ საარჩევნო დაპირება არის ჩვეულებრივი საარჩევნო ტყუილი.

„ამ სიცრუეში „ლელო“ და ხაზარაძე ამხილა თავად ოპოზიციამ. თქვენ გახსოვთ დისკუსია, რომელიც წარიმართა ათას ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. იმდენად მარტივად გამოიჭირა სხვა არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ესენი ტყუილში, რომ ამაზე დამატებით მსჯელობა არც ღირს. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო ტყუილი, რომელსაც ავრცელებს ეს პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, შესაძლოა ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ 2024 წელს კიდევ ერთხელ ეტყვის ქართველი ხალხი უარს "კოლექტიურ ნაცმოძრაობას". თუმცა მისივე თქმით, გაღიზიანების მიუხედავად, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი