შუახევში ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრებაში 30-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. ტურნირი შვიდ წონით კატეგორიაში 2008-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა. ტურნირის მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციაა. სამომავლოდ იგეგმება რომ ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტურნირი რესპუბლიკური მნიშვნელობის გახდეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            