პრეზიდენტის გეგმა - ოპოზიციის პოზიცია

13 ოქტომბერი 2024, 11:53 353 ნახვა
00:00
00:00

არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და პოლიტიკური ციებ-ცხელება მატულობს. ქვეყნის პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელებას არჩევნებამდე აპირებს, მანამდე კი ქართული ქარტიის ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს კიდევ ერთხელ დააფიქსირონ რჩებიან თუ არა დოკუმენტის ერთგულები.

ოპოზიციური პარტიები ხაზგასმით ამბობენ, რომ ქარტიის პუნქტებს ეთანხმებიან, თუმცა ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარს ჯერჯერობით ერიდებიან. მათი ნაწილი საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ კი მთავრობის შემადგენლობაში ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრები არ აღმოჩნდებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში