ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზა

11 ოქტომბერი 2024, 20:01 902 ნახვა

ბათუმის შემოვლითი , 14 კილომეტრიანი გზა დღეს ოფიციალურად გაიხსნა თუმცა ამ დრომდე ავტომობილებისთვის მოძრაობა შეზღუდულია. 

ინფრასტრუქრტურის სამინისტროში აჭარის მაუწყებელს ეუბნებიან რომ ტერიტორიაზე სცენისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟი ამ დრომდე გრძელდება და სწორედ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით შეზღუდვა მანამ არ მოისხნება ვიდრე სამუშაოები არ დასრულდება.  

20 ხიდი და 5 გვირაბი- ასეთი საგზაო ინფრატრუქტურით ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.  

ძველი გზიდან ახალ მაგისტრალზე გადაერთვება ავტოტრანსპორტის 43% , რამაც სპეციალისტების პროგნოზით უნდა განტვირთოს საცობი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით დგას. მძღოლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ არც თუ ისე შორი მანძილის გავლას, რამდენიმე საათს ანდომებენ.      

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში