14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს საშვების გარეშე შეეძლება მისვლა - საპატრიარქო

11 ოქტომბერი 2024, 14:02 213 ნახვა

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს შეეძლება მისვლა საშვების გარეშე.

„გილოცავთ მოახლოებულ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და გისურვებთ ღვთის შეწევნასა და მფარველობას.
ამასთან გაცნობებთ, რომ 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს შეეძლება მისვლა საშვების გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი