„ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან“ - ანგარიში

10 ოქტომბერი 2024, 11:26 251 ნახვა

ადამიანის უფლებები  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან - ანგარიშის პრეზენტაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა.

კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების და აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვებასა და დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის წაყენებაში გამოიხატა.

ანგარიშში ასევე საუბარია ოჩამჩირეში განთავსებულ რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე, რომელიც, კვლევის ავტორების თქმით, საფრთხეს უქმნის საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საგანგაშოა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა. მეოთხე წელია უკანონო პატიმრობაში რჩება  ირაკლი ბებუა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი