იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ კრისტის აუქციონზე მილიონ ფუნტად შეძენილი საგანძური საჩუქრად სახელმწიფოს გადაეცემა.
ხელნაწერი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოიტანეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ასევე სასულიერო პირები.
აეროპორტიდან ხელნაწერს საქართველოს საპატრიარქოში, ხოლო შემდეგ ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ. თავდაპირველად ხელნაწერი ოქროს ფონდში გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, ხოლო შემდეგ მის დეტალურად შესწავლაზე მეცნიერები იმუშავებენ.
ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 11 ივნისს კრისტის აუქციონზე მილიონ 250 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა.