უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 172 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

09 ოქტომბერი 2024, 10:00 250 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 172 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქისკენ ექვსი მართვადი საავიაციო ბომბი გაუშვა, რომელთაგან ხუთის ადგილმდებარეობა ცნობილია.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განახორციელეს. დაზიანებულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი