ისრაელის მიერ დამასკოში, საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა - სირიის თავდაცვის სამინისტრო

09 ოქტომბერი 2024, 09:53 117 ნახვა

ისრაელის მიერ დამასკოში, საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სირიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს კვლავ ეძებენ.

თავდასხმა დამასკოს იმ უბანში განხორციელდა, სადაც საელჩოები და უსაფრთხოების სამსახურების შტაბბინები მდებარეობს.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირაში სამხრეთ ლიბანში განხორციელებული დარტყმების შედეგად, „ჰეზბოლას“, სულ მცირე, 50 წევრი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის „ჰეზბოლას“ ექვსი მეთაურია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში