ბსუ-ს მეცნიერებმა უცხოელ მკვლევრებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების მიზეზების შესწავლა დაიწყეს. მიზანი შავი ზღვის დაბინძურების შემცირება და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობაა, პროექტი 5 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების პარტნიორობით განხორციელდება. კვლევებში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი მეცნიერები, სტუდენტები და გარემოს დაცვის ექსპერტები.