დღეს შუახევობაა. ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობები, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, მოეწყობა შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა, სამეწარმეო მარკეტი, ხელნაკეთი ნივთების, სოფლის მეურნეობის ნობათისა და ადგილობრივი წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, აჭარული კერძების დაგემოვნება.
ადგილობრივი ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სპორტული აქტივობები. დასკვნითი კონცერტზე ანრი ჯოხაძე და თამუნა მიქელაძე იმღერებენ. ღონისძიებას ადგილობრივები 80-იანი წლებიდან ზეიმობენ ადრე ,,სიმღერის დღესასწაულად იწოდებოდა" შემდეგში იგი სახალხო ზეიმად აქციეს.