უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 142 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

04 ოქტომბერი 2024, 10:14 121 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 142 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფეთქებები დაფიქსირდა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებში, დაშავებულია 8 ადამიანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისას დაშავდა 12 ადამიანი.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამით რუსული მხარის მიერ დოცენკის ოლქზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით, რუსეთის მიერ გაშვებული 105 შაჰიდის ტიპის დრონიდან 78 ჩამოაგდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი