აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია

03 ოქტომბერი 2024, 13:32 277 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - განაცხადეს აშშ-ის საელჩოში.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი