დანიაში ქართული კულტურის დღეების გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში გუშინ თენგიზ აბულაძის ფილმის „ნატვრის ხის“ ჩვენება გაიმართა. კინოჩვენებას კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე წაუძღვა. ქართული კულტურის დღეების პროგრამა ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას ითვალისწინებს.
ფესტივალი კოპენჰაგენში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით 24 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მაყურებელი ნანა მჭედლიძის ფილმს „პირველ მერცხლს “ იხილავს.