რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

03 ოქტომბერი 2024, 10:25 265 ნახვა
 

რუსულმა ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს, რის შედეგადაც 10 მოქალაქე დაშავდა. 

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, განხორციელდა იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია, რომელსაც მართვადმა ავიაბომბმა დაარტყა და ასევე მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლების, რომელთა ბინები აფეთქების შედეგად დაზიანდა.

რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე ხარკოვი, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ  რუსული ძალების ხშირი სამიზნეა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 105 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინელებმა კიევის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, რივნისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში