ისრაელის საელჩო თელ-ავივში ტერაქტის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

02 ოქტომბერი 2024, 16:38 84 ნახვა

ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, - წერს საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში.

"ტერორიზმი არავის ინდობს,  განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ - თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში“, - წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თელ-ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში