უკრაინამ ლიბანიდან თავისი მოქალაქეები გამოიყვანა

02 ოქტომბერი 2024, 13:09 137 ნახვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ლიბანიდან ევკუირებული უკრაინის მოქალაქეები პოლონეთში თვითმფრინავს ელოდებიან.   

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მონაცემებით, ლიბანიდან უკრაინის 134  მოქალაქეა ევაკუირებული. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან საკუთარი მოქალაქეების სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა. 

დღეს დილით სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს ისრაელსა და ლიბანში, სასწრაფოდ დატოვონ ეს ქვეყნები ნებისმიერი საშუალებით. სეულის განცხადებით, ისრაელში 572  ლიბანში  კი 214 სამხრეთ კორეელი იმყოფება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში