"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" მიმართვა ცესკოს და უსკოს

02 ოქტომბერი 2024, 11:30 338 ნახვა

''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა'' ცენტრალური და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიებისთვის საჩივარს ამზადებს. ოპოზიციურ პარტიაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მონაწილეობაზე ისაუბრეს.

პარტიის ბათუმის ოფისის სპიკერის ნიკა ქაშიბაძის  მტკიცებით, ბათუმში მმართველი პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და  თავმჯდოამრეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის დაასახელა 25-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ცესკოს და უსკოს თხოვს, რომ შეისწავლოს ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.  მათი განცხადებით, მსგავსი ადამიანები საარჩევნო პროცესს უნდა ჩამოშორდენენ, რადგან არ არიან ნეიტრალურები.

ამის გარდა ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება პარტიულ ღონისძიებებს ბიუჯეტის თანხებით მართავს და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ოპოზიცია ფაქტების შესწავლას აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და  სამდამკვირებლო ორგანზიაციებს სთხოვს.

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ბათუმის 79-ე ოლქის თავჯდომარემ უპასუხა. ზვიად სურმანიძის თქმით, საჩივრის შემთხვევაში ისინი ფაქტს მოიკვლევენ და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 ათასი ლარია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი