ისრაელმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე. გამთენიისას აეროპორტის მახლობლად მდებარე შენობებში აფეთქებების ხმა ისმოდა, რასაც თან ახლდა ძლიერი დაკვამლიანება.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა და განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქის ამ რაიოში ჰეზბოლას სამიზნეებს დაარტყამს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო.
ისრაელის მიერ ლიბანზე ახალი დარტყმების დაანონსების შემდეგ ლიბანელები და უცხოელები სასწრაფოდ ტოვებენ ქვეყანას. იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია.