შალვა პაპუაშვილის განცხადება

01 ოქტომბერი 2024, 14:44 255 ნახვა

საზოგადოებამ და უცხოელმა პარტნიორებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ჩვენს სასამართლოს, როცა საქმე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას შეეხება - 37 ევროპული დემოკრატიიდან 20-მა ქვეყანამ 50 პარტიაზე მეტი აკრძალა 1945-2015 წლებში - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ ტვიტერზე წერს.

მისივე განცხადებაში განმარტებულია, რომ ამომრჩეველს დაპირდნენ, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდნენ, - პაპუაშვილის განმარტებით, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ანალოგიების მიუხედავად, მათი „ეს განზრახვა უცხოელმა პარტნიორებმა ფართოდ გააკრიტიკეს“.

პარლამენტის თავმჯდომარე უცხოელ პარტნიორებს მოუწოდებს, „ქართულ მართლმსაჯულებასთან დამოკიდებულებაში ფრთხილად მოიქცნენ, რათა არ შეიქმნას აღქმა, რომ დემოკრატიულ პროცესშიც ერევიან”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი