ცესკოს განცხადება

30 სექტემბერი 2024, 20:09 295 ნახვა

ცესკოში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის შვილი, ქეთევან გორჯესტანი 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ხმას  მისცემს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.

მანამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის  ოჯახის წევრები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ იყვნენ.  საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ცესკოს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში